კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სასწავლო კურსის ,,ღვინის დეგუსტაციის საფუძვლების“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საგნის ხელმძღვანელის, თამარ გურგენაშვილის თქმით, მაგისტრანტებმა კურსის ფარგლებში დეგუსტაციის ტექნიკა, ყნოსვითი შეგრძნებები, დაავადებები და ზადები, არომატები, სიმღვრივეები და ყველა ის მნიშვნელოვანი და საბაზისო საკითხები გაიარეს, რაც მათ პრაქტიკულ ნაწილში დასჭირდებათ.
დასკვნითი შეხვედრა საგამოცდო ფორმატში, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. სტუდენტებმა სასწავლო დისციპლინის გაწერილი, პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი დეტალურად გაარჩიეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის მაგისტრანტმა - საბა ქიტიაშვილმა, საგნის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ტრენინგები გაიარა და რამდენიმე ეტაპად ჩატარებულ გამოცდაში მაღალი შედეგები დაიმსახურა. მაგისტრანტი ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი გახდა. საბა ქიტიაშვილი, სწავლის პარალელურად ღვინის კომპანია ,,შუმის“ სომელიე გახლავთ და როგორც თავად ამბობს, სადეგუსტაციო კომისიის წევრობა, მისთვის დიდ გამოცდილებასა და კარიერულ გამოწვევას წარმოადგენს.
სასწავლო დისციპლინა ,,ღვინის დეგუსტაციის საფუძვლები“ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის სავალდებულო საგანია და დეგუსტაციის ტექნიკის უნარ-ჩვევების სწავლის შესაძლებლობას უნივერსიტეტი, შესაბამის სემესტრში, ამ პროგრამის თითოეულ სტუდენტს აძლევს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება