შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში კულტურული მრავალფეროვნება ,,მშვიდობიანი მომავლისთვის“ ორგანიზებით, ინდოეთის რესპუბლიკის 69 წლისთავლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ორგანიზაციის დამფუძნებლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კსუ-ს რექტორის მრჩეველის - დარპან პრაშერის თქმით, საქართველოსა და ინდოეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კულტურა აერთიანებს და თითოეული წამოწყება რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერობას გაარმავებს, უნდა წახალისდეს.
კონცერტში კსუ-ს ინდოელ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც მაყურებლების წინაშე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ, მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა ,,ფრესკამ“, ,,ლაშა-გიორგიმ“, ,,ბაბილონმა“, ,,განგამ“, ვატსაკ და დევ პრაშერებმა და სხვა ცნობილმა შემსრულებლებმა.
ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ინდოეთის რესპუბლიკის 69 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნით ნაწილში, კულტურული მრავალფეროვნება ,,მშვიდობიანი მომავლისათვის“ დამფუძნებელმა - დარპან პრაშერმა საპატიო სტუმრები, მონაწილეები, პარტნიორები და მხარდამჭერები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
საქველმოქმედო ხასიათის კონცერტზე შემოსული თანხა, წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კსუ კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და ინტერნაციონალიზაციის დიდი ქომაგი და გულშემატკივარია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება