კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქ კიევს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ.
15-19 იანვარს, ქალაქ კიევში, პროექტის - „აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის კვების ტექნოლოგიების უნარების განვითარება ლაბორატორიულ პრაქტიკაში (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი)“ - ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ხუთდღიან სამუშაო შეხვედრას, პარტნიორი ქვეყნების ყველა წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პროექტის კოორდინატორი თამარ ინასარიძე, ლექტორები/ტრენერები დავით თამარაშვილი და ეკატერინე აბაშიძე.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა აგრარული განათლების სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ
ცენტრში „აგროოსვიტა“.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-Tempus) ფარგლებში, საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
რაც შეეხება პროექტს - „აგრარული დარგის სპეციალისტებისათვის კვების ტექნოლოგიების უნარების განვითარება ლაბორატორიულ პრაქტიკაში (აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი)“ - ძალაში 2017 წლის 14 ნოემბრიდან შევიდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება