კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 2018 წლის 22 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 17 თებერვლამდე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამაგისტრო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა შიდა მობილობის შესახებ განცხადებების მიღება განხორციელდება 2018 წლის 12 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით ელექტრონული განცხადებების საშუალებით.
შედეგების შესახებ ბრძანება გამოქვეყნდება 3 მარტამდე.
შენიშვნა: შიდა მობილობის განხორციელების პროცესში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც აქტიური სტატუსით დასრულებული ბოლო სემესტრის GPA აქვს 3,0-ზე მეტი.
შიდა მობილობით გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მითითებული განცხადების ფორმა ელექტრონულად და გადააგზავნოთ თქვენი ფაკულტეტის (ამჟამინდელი) ელ. ფოსტაზე:
P.S. თუ სახელი და გვარი არ იდენტიფიცირდება სტუდენტის მეილთან, ის განცხადება არ განიხილება! (გთხოვთ, განცხადება გადმოაგზავნოთ პირადი ელ.ფოსტიდან).
განცხადების ფორმა ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებისთვის.
განცხადების ფორმა უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამაგისტრო პროგრამებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება