კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა - ლევან ნიკოლეიშვილმა თბილისის 159-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ტერორიზმის რაობის შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა.
მომხსნებელმა მსოფლიოს მასშტაბით, დიდ ტერორისტულ აქტებსა და სპეცოპერაციებზე ისაუბრა და ასევე რამდენიმე ძირითადი ტერმინიც განმარტა: ტერორიზმი, როგორც ძალადობის წინასწარ დაგეგმილი, არაიმპულსური აქტი და ვაჰაბიზმი - ,,საღვთო ომი“ ყველა ურჯულოსა და ,,გზააცდენილი მუსლიმის“ წინააღმდეგ.
საჯარო ლექციამ სკოლის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მთლიანად კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს დოქტორანტების მიერ საჯარო თუ კერძო სკოლებში ჩატარებულმა ლექციებმა, დეკემბრის თვეში სისტემატური სახე მიიღო და ამ ფორმატით უკვე სამი შეხვედრა გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება