კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით, პალიტრა მედია ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა - ნინო ფეიქრიშვილმა და HR ბრენდინგისა და შიდა კომუნიკაციის მენეჯერმა - ნინო მარეხაშვილმა სტუდენტებს მასტერკლასი თემაზე: ,,რეზიუმეს შედგენის ტექნიკა, სამუშაო ადგილის ძიების ხერხები და ნეთვორქინგი“ - ჩაუტარეს.
ჰოლდინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია რეზიუმეს სწორად შედგენისა და პირადი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის ეფექტურად მიწოდების შესახებ.
წარმომადგენლებმა, საკითხი კონკრეტულ მაგალითებსა და ფაქტებზე დაყრდნობით გაარჩიეს და დამსწრე აუდიტორიას სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებზე ესაუბრნენ. ჰოლდინგის წარმომადგენლებმა კსუ-ს სტუდენტებს მიმდინარე ვაკანსიები და მათი აღწერილობაც გააცნეს (სოციალური მედიის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი და ა.შ).
პალიტრა მედია ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის - ნინო ფეიქრიშვილის თქმით, პალიტრა ჯგუფი საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს, რომელიც 23 იურიდიულ პირსა და 2000 თანამშრომელს აერთიანებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება