კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ (მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო ჭალაგანიძე) საგნის (ლექტორი - თამარ ბელქანია) ფარგლებში, საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა, გიგა ლემონჯავამ, ღია ლექცია წაიკითხა.
ლექცია ე.წ „ომის ჟურნალისტიკას „ - “რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდას” შეეხებო და.
„ჩემი სალექციო კურსი - „ახალი ამბების ჟურნალისტიკა“ გაჯერებულია, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებით და შეხვედრებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ სტუდენტებს იმაზე მეტი პრაქტიკულად ინფორმაცია მიაწოდონ, ვიდრე ეს სახელმძღვანელოებში წერია.
ამერიკული, რუსული და ევროპული სახელმძღვანელოები არ არის კავკასიის რეგიონის სპეციფიკით გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, „ომის ჟურნალისტიკის“ თეორიული და პრაქტიკული არსის გააზრება. ჟურნალისტიკის სწავლის გარდა, სტუდენტებს სახელმწიფოებრიობის განცდა და ანალიზის უნარიც უნდა ჰქონდეთ. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიწვევთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მედია ენა ესმით.“ - თამარ ბელქანია
მომავალი ჟურნალისტები, ახალი ამბების კონტექსტში საბრძოლო ბატალიების სპეციფიკაში გაერკვნენ.
მოისმინეს, თუ რას ნიშნავს საინფორმაციო ომი და რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი ფლობდეს მედიის ენას. იცოდეს როგორ ხდება ინფორმაციით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მანიპულირება. საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა, გიგა ლემონჯავამ, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის საომარი ბატალიების მაგალითები შეადარა და ერთი კონკრეტული ფაქტის - რუსულ, უკრაინულ და ქართულ მედიაში გაშუქების ფორმებზე ისაუბრა.
„სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გარკვეულ პრობლემურ საკითხზე კომპეტენტური პირი გვესაუბრება. მითუმეტეს, ისეთი თემის შესახებ, როგორიცაა, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში.
პირადად მე, ბევრი რამ არ ვიცოდი მედიისა და კონფლიქტების დარეგულირების შესახებ, ბევრი გავიგე და ამის შემდეგ ყველა ინფორმაციას უფრო კრიტიკურლი თვალით გავეცნობი და შევაფასებ. იმედი მაქვს მსგავსი საჯარო ლქეციები ისევ გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტში“ - დავით ცირდავა (ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი).
„ჩვენ მოვისმინეთ, თუ რას ნიშნავს საინფორმაციო ომი და რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი ფლობდეს მედიის ენას. მე ვიცი, რომ ჟურნალისტის მოვალეობა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ყველაფერი კონფლიქტებისა და ომის შესახებ და საზოგადოებას სწორი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ლექციები - თაკო კვარაცხელია (ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი).
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ანტიდასავლური პროპაგანდის სხვადასხვა ასპექტებზე, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში და უკრაინაში მიმდინარე კრიზისზე. რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და მისსავე ანტიდასავლურ პროპაგანდაზე უკრაინაში. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, სწორედ სტუდენტებს ვესაუბროთ ამ თემებზე, იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც შეგვიძლია რუსულ პროპაგანდას დავუპირისპიროთ - არის განათლება. მეტი კომპეტენტურობა და მეტად მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები. ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც მომავალში უნდა გახდნენ ჟურნალისტური ისებლიშმენტი, შესაბამისად ისინი დღეიდან უნდა მოვამზადოთ. ანტიდასავლური პროპაგანდა არ დამთავრდება მომავალ წელს, ეს იქნება შემდეგი ათწლეულის მთავარი გამოწვევა ცივილიზებული მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა საქართველოსთვის.
ლექცია ძალიან ინტერაციული იყო, გამიკვირდა, რომ სტუდენტები ასეთ კვალიფიციურ და სიღრმისეულ კითხვებს სვამდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩაწვდნენ ლექციის არსს“ - გიგა ლემონჯავა - (საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი).
თამარ ბელქანია და საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი გიგა ლემონჯავა თანხმდებიან, რომ მსგავსი და უფრო ფართო აუდიტორიით დაკომპლექტებული საჯარო განხილვები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, აქვე გაჟღერდა მომავალი ლექციის თემაც - „ტერაქტების გაშუქების სპეციფიკა“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება