კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასმა - ,,ღვინის თეატრი“, თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალ - ,,ნიღაბი 2017-ის“ ფარგლებში მაყურებლისა და ჟიურის წინაშე მორიგი სპექტაკლი - ,,გზა ტაძრისაკენ“ წარადგინა. სპექტაკლზე დასი ახალი სასწავლო წლიდან მუშაობდა, სცენარის ავტორი და რეჟისორი კი ,,ღვინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია გახლავთ.
ფესტივალი - ,,ნიღაბი 2017“ 4 დეკემბერს გაიხსნა და ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტი, ინტეგრირებული თეატრალური და ასევე ირანის ეკონომიკისა და უკრაინის აგრარული უნივერსიტეტების დასები.
ფესტივალის აუცილებელი პირობაა, რომ მონაწილე ჯგუფებში დაკომპლექტებული სტუდენტები მოყვარული მსახიობები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ,,ღვინის თეატრი“ ექვსი წლის წინ ჩამოყალიბდა და ამ ხნის მანძილზე დასმა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პროფესიონალური თეატრების სცენაზე, არაერთი სპექტაკლი წარადგინა.
ფესტივალის - ,,ნიღაბი 2017-ის“ საზეიმო დახურვა 11 დეკემბერსაა ჩანიშნული, სადაც კომპეტენტური ჟიური წარმოდგენილ სპექტაკლებს შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ დასებსა და სტუდენტებს გამოავლენს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება