პირველ დეკემბერს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ორგანიზებულ უნივერსიადას თასის გათამაშებაში, კსუ-ს საფეხბურთო გუნდი წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდა.
თამაში უხვგოლიანი გამოდგა და კსუ-ს აშკარა უპირატესობით წარიმართა.
პირველი ტაიმი უნივერსიტეტის გუნდმა 3:1 დაასრულა, თუმცა შედეგი მეორე ტურში საგრძნობლად გააუმჯობესა და 10 გოლის გატანა მოახერხა.
მატჩის საბოლოო ანგარიში 13:1 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიადას თასის გათამაშებაში ექვს ჯგუფში გადანაწილებული 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მონაწილეობს. თასის ფინალი დეკემბრის ბოლო კვირას ჩატარდება, სადაც თითოეული ჯგუფის პირველი და მეორე, ასევე საუკეთესო მაჩვენებლებით მესამე ადგილზე გასული ოთხი გუნდი გადავა. კსუ მომდევნო შეხვედრას 6 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტთან ჩაატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება