კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის პრეზენტაცია რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა.
ღონისძიებას კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, და სტუდენტები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე საპატიო სტუმრების ამპლუით ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდი, ირანის საელჩოს კულტურის ატაშე მოჯთაბა ქამრანფარდი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია კაპანაძემ, შეკრებილ აუდიტორიას თემით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და მოკლედ გააცნო განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და ყველა იმ კულტურულ წამოწყებასა და ინიციატივას, რომელსაც უნივერსიტეტი და სამეცნიერო - ანალიტიკური ცენტრი განახორციელებს - მხარდაჭერა აღუთქვა.
„ირანის საელჩოს ხელშეწყობა საქართველოში ირანისტიკის განვითარების საქმეში“, „საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის მიზნები და ამოცანები“, „ისტორიკოსების როლი ქართული ირანისტიკის განვითარებაში“, „ქართული ირანისტიკის განვითარების საფეხურები - ეს ის ძირითადი საკითხები და თემები იყო, რომლებზეც საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის პრეზენტაციის დღეს, კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში სიტყვით გამომსვლელებმა გაამახვილეს ყურადღება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება