ალკალას უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე კსუ-ს სტენდი საუკეთესოდ დასახელდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტი - ლევან ქურდაძე და ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრი - სიმონ წიქარიშვილი 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, ალკალას (ესპანეთი) უნივერსიტეტში გადიან.
23 ნოემბერს ალკალას უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო გამოფენას უმასპინძლა. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილე 12 ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის კსუ-ს სტუდენტებიც იყვნენ. ლევან ქურდაძემ და სიმონ წიქარიშვილმა დამთვალიერებლებს, რომლეთა შორის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იყვნენ, საქართველო და მშობლიური უნივერსიტეტი - კსუ - წარუდგინეს.
გამოფენის მიმდინარეობისას, საუკეთესო სტენდის გამოსავლენად, დამთავლიერებელს საშუალება ჰქონდა ხმა მიეცა მისთვის სასურველი კანდიდატისთვის.
გამოფენის დასრულების შემდეგ, ყველაზე მეტი ხმის მფლობელად კსუ-ს სტენდი დასახელდა და პირველი ადგილის ტიტულიც მოიპოვა. გამარჯვებულ სტუდენტებს ალკალას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა - პეპა როდრიგესმა წამახალისებელი საჩუქრები გადასცა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს გამარჯვებას ულოცავს და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება