კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის მოწვევით, უნივერსიტეტს ცნობილი იმუნოლოგი, თანამედროვე სამედიცინო განათლების ექსპერტი, დიდი ბრიტანეთის ვესტმისტერის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ლიდიარდი ესტუმრა. მან სტუდენტებსა და თემით დაინტერესებულ სტუმრებს საჯარო ლექცია: ,,რატომ უნდა ისწავლოთ მედიცინის სპეციალობის სტუდენტებმა იმუნოლოგია?“ - ჩაუტარა.
ლექციას მედიცინის ფაკულტეტის ქართული და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციის მსვლელობის დროს მომხსენებელმა ყურადღება ალერგიის, ბაქტერიების, ვაქცინაციის პრინციპებსა და იმუნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა. 177 სამეცნიერო ნაშრომის ავტორის კსუ-ში ჩატარებული პრეზენტაცია, სახისა და საშვილოსნოს გადანერგვის, გენური თერაპიისა და იმუნოდეფიციტის პირველადი მკურნალობის თემებს შეეხებოდა.
პროფესორმა პიტერ ლიდიარდმა პრეზენტაციის დროს სტუდენტებს რამდენიმე კითხვა დაუსვა და კონკრეტული საკითხები სიღმისეულად განიხილა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ში საჯარო ლექციები სისტემატურად იმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს და თემით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება