კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა პაატა გიორგაძემ წყლის რესურსის, როგორც ადამიანისათვის აუცილებელი, სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის და მისი კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორებისა და ეკონომიკური როლის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.
მომხსენებლის თქმით, საქართველო უდავოდ გამოირჩევა ბუნებრივი რესურსების ბუნებრივი მარაგით, სახელმწიფომაც სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის უმოკლესი გზები უნდა შეიმუშავოს.
პაატა გიორგაძემ შეკრებილ აუდიტორიას დეტალურად გააცნო ის დოკუმენტი, რომლის შედგენაზეც გამოჩენილმა მეცნიერებმა იმუშავეს და რომლის მიზანიცაა მაკროეკონომიკური რესურსეული პოტენციალის გამოვლენა და მისი გამოყენება ეკონომიკური აღმავლობისათვის.
საჯარო ლექციის დასასრულს, მომხსენებელმა სტუდენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამ აუდიტორიასთან სხვადასხვა ფორმატით ურთიერთობის შესაძლებლობა კვლავაც ექნება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება