გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს, პოეტის სახლ-მუზეუმში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ფილმის - „მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი გალაკტიონის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდსა და თვითმკვლელობის ფაქტს შეეხება. პოეტის სულიერ განცდებსა და ბოლო პერიოდის ემოციებზე მისი ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე საუბრობს.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი პოეტები და მწერლები დაესწრნენ.
ჩვენების შემდეგ, აუდიტორიას სიტყვით მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ მიმართა. მან ყურადღება დოკუმენტური ფილმის მთავარ სათქმელსა და მიზანზე გაამახვილა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე გალაკტიონის პოეზიასა და შემოქმედებაზე ისაუბრა პოეტმა ლია სტურუამ. მულტიმედია ცენტრის ფილმი დადებითად შეაფასა მწერალმა ვახტანგ ჯავახაძემ.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 126 წლისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა. კომპლექსური პროექტი, ფილმის ჩვენებასთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას მოიცავდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება