კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ორგანიზებულ უნივერსიადის თასის გათამაშებაში ჩაერთო და პირველი მატჩი გამართა.
შეხვედრა არენა 1-ში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან გაიმართა და საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი 3:0 კსუ-ს ფეხბურთელთა სასიკეთოდ დასრულდა. გოლები გიორგი ცერცვაძემ, თაზო ვარახამიამ და ირაკლი ჯანხოთელმა გაიტანეს. მოწინააღმდეგე გუნდმა ანგარიშის გახსნა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო და კარში დარტყმული სამივე ბურთი გაიტანა. თამაშის საბოლოო ანგარიში ფრე 3 : 3 დაფიქსირდა.
უნივერსიადას თასის გათამაშებაში ექვს ჯგუფში გადანაწილებული 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მონაწილეობს.
თასის ფინალი დეკემბრის ბოლო კვირას ჩატარდება, სადაც თითოეული ჯგუფის პირველი და მეორე, ასევე საუკეთესო მაჩვენებლებით მესამე ადგილზე გასული ოთხი გუნდი გადავა.
კსუ მეორე შეხვედრას თბილისის სასწავლო უნივერსიტეტთან ჩაატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება