კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტ - ,,ონკო 2017“-ის დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, შიდა შესარჩევი ტური გაიარეს, სადაც ჟიურის წინაშე ინდივიდუალურად და ჯგუფურად მომზადებული მოხსენებებით წარსდგნენ.
პროექტი ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება. კონფერენციის ძირითადი თემა ონკოლოგიასა და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს ეხმიანება.
მკერდის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქართული და ინგლისური საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს და რვა მოხსენება წარუდგინეს აუდიტორიას. კონფერენციის მონაწილეები კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა, მისმა მოადგილემ მარიკა თხელიძემ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ფიჩხაიამ და ჰემატოლოგ-ონკოლოგმა - მაია ანანიაშვილმა, ონკო 2017-ის საორგანიზაციო გუნდის მიერ წინასწარ გაწერილი სქემისა და კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს.
ფინალურ ეტაპზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი სადამ ნამუქმა (saddam namuq) და მუსტაფა დორიმ დაიკავეს. (Mustafa doorii)
მეორე ადგილზე იასირ ალ-ხატიბი, ხოლო მესამე ადგილზე - ირაკლი ხეჩიკაშვილი და გიორგი ფილიშვილი ჯგუფურად მომზადებული ნაშრომითა და პრეზენტაციით გავიდნენ.
შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონფერენციაზე, პირველ სამეულში გასულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, 8-12 იანვარს ონკოლოგიაში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარონ, რის შემდეგაც, დასკვნითი კონფერენციის თარიღი ჩაინიშნება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება