კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტურ-ოპერატორ „თრეველკო“-ს შორის 23 ოქტომბრით დათარიღებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, პირველ ერთობლივ ღონისძიებას - საჯარო ლექციის ფორმატში- კომპანიის გენერალური დირექტორი - არჩილ კაშია ჩაატარებს.
ის ტურიზმის სპეციალობის ოთხივე კურსის სტუდენტებს შეხვდება და ტურიზმის სფეროში თავის გამოცდილებას გაუზიარებს; ისაუბრებს სფეროში მიმდინარე გამოწვევებზე, თავისებურებებსა და ტენდენციებზე.
კსუ-სა და ტურ-ოპერატორ ,,თრეველკოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი რამდენიმე ძირითად პუნქტს ითვალისწინებს.
მხარეები, მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივ კოლოქვიუმებს, სემინარებსა და სამეცნიერო კონფერენციებს მოაწყობენ. არსებული სამეცნიერო ცოდნის, ინტელექტუალური პოტენციალისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით ერთობლივად წარმართავენ სამეცნიერო, სასწავლო, პრაქტიკულ და პროფესიულ-საგანმანათლებლო პროცესს. ითანამშრომლებენ ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავებასა და მათ სასწავლო პროცესებში დანერგვაზე.
არჩილ კაშიას საჯარო ლექციის თარიღი უახლოეს დღეებში ჩაინიშნება, აღნიშნული ლექცია, სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება