კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა, სასწავლო დისციპლინის - ტურიზმის საფუძვლების დასრულების შემდეგ, 28 ოქტომბერს ქვემო ქართლის ტურისტულ რეგიონში გასვლითი ტური დაგეგმეს.
დმანისის ნაქალაქარი, წუღლუღაშენი, ბოლნისის სიონი, ელიას მთაზე - პეტრე-პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსი სტუდენტებმა პროგრამის ხელმძღვანელთან - ლალი მიქელაძესთან ერთად მოიარეს.
პეტრე-პავლეს სამონასტრო კომპლექსის მოლოცვის დროს, სტუდენტების სურვილითა და მონასტერში მცხოვრები ბერების თანხმობით, 11-12 ნოემბერს კსუ-ს ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები (ვაჟები) 2 დღით მონასტერში დარჩებიან, სამშენებლო პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ბერებს მონასტრის მოვლა-პატრონობაში დაეხმარებიან.
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ლალი მიქელაძის ინფორმაციით, ამ მნიშვნელოვან საქმეს არც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის გოგონები ჩამორჩებიან, რომლებიც დღის მანძილზე სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასა და დალაგებაში დაეხმარებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება