კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ლიბერთი ბანკის ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტის შერჩევის განყოფილების უფროსი მაია ბლიაძე და კლიენტების მომსახურების კოორდინირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - სალომე გიორგბერიძე შეხვდნენ და ბანკში არსებულ ვაკანსიებსა და დასაქმების პერსპექტივებზე - ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
ვაკანსიები თბილისსა თუ რეგიონებში - განვადების მენეჯერის, გაყიდვების კონსულტანტის, სერვის კონსულტანტისა და სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციებს გულისხმობს, ბანკის წარმომადგენლებმა თითოეული მიმართულების სპეციფიკა და უნარები დეტალურად აუხსნეს დამსწრე საზოგადოებას.
ლიბერთი ბანკის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს შერჩევის კრიტერიუმებსა და ეტაპებზე, ანაზღაურებასა და სტუდენტზე მორგებულ მოქნილ გრაფიკზეც.
შეხვედრის ბოლოს, დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სპეციალური სააპლიკაციო ფორმები დაურიგდათ, რომელთა გადარჩევისა და შესწავლის შემდეგ, ბანკის თანამშრომლები მათ შემდეგ ეტაპზე მოიწვევენ და გაესაუბრებიან.
შეგახსენებთ, რომ ლიბერთი ბანკი სწრაფად მზარდ ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ბანკში 6000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, რომელთა რიცხვი ბანკის მასშტაბების ზრდასთან ერთად - ყოველწლიურად იზრდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება