კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები - ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ ახალგაზრდულ საერთაშორისო პროექტში - ,,ონკო 2017-ში“ - ჩაერთვებიან.
კონფერენციის ძირითადი თემა ონკოლოგიასა და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს ეხმიანება.
ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ღონისძიება რამდენიმე ძირითად ეტაპად არის დაყოფილი: პირველ ეტაპზე, საქართველოს ფარგლებში არსებული მედიცინის სკოლების სტუდენტებს კომპეტენტური ჟიური მშობლიურ უნივერსიტეტში, შიდა შესარჩევ კონფერენციაზე გამოარჩევს. სამეცნიერო ღონისძიებაზე დარეგისტრირებული უცხოელი სტუდენტებისთვის კი ონლაინ გასაუბრების ტური მოეწყობა.
პირველი ეტაპის შედეგებით, თითო უნივერსიტეტიდან სამი საუკეთესო მოხსენებების ავტორს საშუალება ექნება 8-12 იანვარს, ონკოლოგიაში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიაროს, რის შემდეგაც, დასკვნითი კონფერენციის თარიღი ჩაინიშნება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შიდა შესარჩევი კონფერენცია 10 ნოემბერს გაიმართება.
კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ საიტზე: http://www.ysu.org.ge/
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება