საგამოცდო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის ინიციატივითა და რექტორის - კახაბერ კორძაიას მხარდაჭერით, მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს - შუალედური გამოცდა, საპილოტე რეჟიმში, სასწავლო პლატფორმის - Moodle-ის პროგრამის დახმარებით, 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულად უტარდებათ.
კსუ-ს დეკანატის ინფორმაციით, აღნიშნულ მეთოდსა და ინიციატივას, ტრადიციულ საგამოცდო ფორმატთან შედარებით, რამდენიმე ძირითადი უპირატესობა გააჩნია, მაგ.: დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საგამოცდო დროისა და კითხვარის ამოწურვის შემდეგ, სტუდენტი მომენტალურად იღებს ინფორმაციას შედეგთან და საგამოცდო ქულასთან დაკავშირებით.
მედიცინის ფაკულტეტზე საბაზისო 11 საგანში ჩატარებული გამოცდები ელექტრონულად - საპილოტე რეჟიმში, ხოლო საუნივერსიტეტო საგნები, წინასწარ გაწერილი განრიგით - საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება