კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებითა და ინიციატივით, კვირის ბოლოს, ტრადიციულად, ინტელექტუალური შ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებითა და ინიციატივით, კვირის ბოლოს, ტრადიციულად, ინტელექტუალური შ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებითა და ინიციატივით, კვირის ბოლოს, ტრადიციულად, ინტელექტუალური შ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებითა და ინიციატივით, კვირის ბოლოს, ტრადიციულად, ინტელექტუალური შეჯიბრება გაიმართა.
27 ოქტომბერს მორიგი ასეთი თამაში ,,ჯეპარდში“ ჩატარდა. თამაშში მონაწილედ დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კსუ-ს სტუდენტებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის 20-მდე სტუდენტმა. აღსანიშნავია, რომ თამაშის ერთ-ერთ მონაწილედ პრაიმ-აუდიტის დირექტორი - ამირან კილაძეც დარეგისტრირდა.
,,ჯეპარდის“ ფინალურ ეტაპზე კსუ-ს ორი სტუდენტი ირაკლი გაბელაია და სერგო გეგეჭკორი მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ, ფინალის შედეგებით კი პირველი ადგილი გენადი ბჟინავამ (სტუ) დაიკავა.
ინტელექტკლუბის წარმომადგენლების ინფორმაციით, ყველა ინტელექტუალური თამაშის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე შემოდგომის სეზონის დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდება, მანამდე კი ,,რა? სად? როდის?“ თამაშის მორიგი ტური 3 ნოემბერს ჩაინიშნა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება