კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში - ეუთოს ბიშკეკის აკადემიის ეკონომიკური მმართველობისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამის ფინალური სემესტრის მაგისტრანტმა - ინომულო მირბობოევმა სტაჟირების 2 თვიანი კურსი გაიარა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ სტაჟირების პროგრამის დახმარებით, ინომულო მირბობოევის სამაგისტრო ნაშრომის დახვეწა და კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა მოხდა. ,,სტაჟირების პირველივე დღეებში, პროფესიული დიაგნოსტიკისა და კარიერის დაგეგმარების ყველა სტადიის, მათ შორის სიმ-მეთოდის გამოყენებით ძალიან ბევრი რამე გადავაფასე, შეიცვალა და მეტი კონკრეტიკა შეიძინა ჩემმა სადიპლომო ნაშრომმაც, რომელიც საწყის ეტაპზე ტურიზმის ინდუსტრიის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხებს შეეხებოდა. სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტაჟირების პროცესში, ნაშრომში ძირითადი ცვლილებები შევიდა, კერძოდ, ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელების რჩევით, დაკონკრეტდა ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება, აგრო-ტურიზმი. შესაბამისად, კვლევებიც ამ მიმართულებით წარვმართე.“
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრში, ეუთოს ბიშკეკის აკადემიის მაგისტრანტის ამგვარი სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი უკვე მეორედ განხორციელდა. 2016 სასწავლო წელს კსუ-ს აკადემიის სტუდენტი შამიმა უშურბეკოვა სასწავლო მიზნით სტუმრობდა.
ეუთოს ბიშკეკის აკადემია ორ სამაგისტრო პროგრამას: ეკონომიკური მმართველობა და განვითარება და პოლიტიკა და უსაფრთხოება ახორციელებს და ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 30 საუკეთესო სტუდენტს იღებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აკადემიაში წელს პირველად ჩაირიცხა ქართველი სტუდენტი, რომელიც კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის კურსდამთავრებული - ლაშა კანთელაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება