29 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.
საღამო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, მან კურსდამთავრებულებს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ღირსეულად გაიკვლევენ გზას ცხოვრებაში.
ღონისძიებას უნივერისტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ამავე ადმინისტრაციის კვლევებისა და სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე.
აღსანიშნავია, რომ წელს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 600-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა დაამთავრა.
უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძიამ წარჩინებულ და მაღალი GPA-ს მქონე კურსდამთავრებულებს კედლის დიპლომები გადასცა. ღონისიძებას ვერ ესწრებოდნენ ის წარჩინული კურსდამთავრებულები, ვინც სწავლა საზღვარგარეთ, კსუ-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში გააგრძელეს. ამიტომ მათ საშუალება მიეცათ საკუთარი ემოციები ვიდეომიმართვაში გადმოეცათ.
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით სამივე საფეხურის კურსდამთავრებულებმა - ბაჩო ჩუბინიძემ, ჯოვანა აბლოთიამ და ნინო მახარაშვილმა მიმართეს. გამომსვლელებმა კსუ-ს ხელმძღვანელობას, ადმინისტრაციასა და თითოეულ პედაგოგს უნივერსიტეტში გატარებული ნაყოფიერი წლებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების დასასრულს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კურსდამთავრებულებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა და მიულოცა.
გამოსაშვებ საღამოს ტელეწამყვანი თორნიკე კვერენჩხილაძე უძღვებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება