კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა Student Cup-ის ფინალურ ავტორბოლაში მესამე და მეხუთე ადგილი დაიკავეს.
რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში მოქმედი ჩემპიონი - კსუ ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. მესამე საპრიზო ადგილზე გასული გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ნოდარ სიხარულიძე, გიორგი სიხარულიძე, ამირან თეჯოიანი და ნიკა ხერკელაძე.
ჩემპიონატში კსუ-სთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 7 გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატის პირველი და მეორე საპრიზო ადგილი საქართველოს ტექნიკურ და ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაინაწილეს. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი, სამეულში გასულ მონაწილეებს კი - სიგელები გადაეცათ.
ჩემპიონატი BMW CLUB GEORGIA-სა და SEU RACING CLUB-ის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია რბოლები ღია სივრცის ნაცვლად, უსაფრთხო ტერიოტორიაზე ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ში ავტოკლუბი მესამე წელია ფუნქციონირებს და არსებობის მანძილზე სხვადასხვა საპრიზო ადგილის დაკავება და "STUDENTS CUP 2017“-ის გამარჯვებულის სტატუსის მოპოვება შეძლო.
კსუ-ს ავტო კლუბი მადლობას უხდის ადმინისტრაციას გაწეული მატერიალური დახმარებისთვის, ხოლო კომპანია Rheinol -ს და frego -ს მეგობრობითვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება