ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახუ" /> ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახუ" /> ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახუ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და Ambebi.ge-ს მთავარი რედაქტორი ეთო ფურცხვანიძე შეხვდნენ. Ambebi.ge-ს რედაქტორმა სტუდენტებს ის ხუთი ძირითადი პრინციპი და უნარი გააცნო, რაც საუკეთესო მულტიმედია ჟურნალისტს უნდა ახასიათებდეს. • რაც მეტია თხრობის ხერხი, მით უკეთესია შედეგი; • შესთავაზე მკითხველს სხვადასხვა შესაძლებლობები; • არ გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმატი ერთი ამბის გადმოსაცემად; • დაგეგმე წინასწარ ამბის გაშუქებისას, დაინახეთ რომელი გზები გამოგადგებათ მის გადმოსაცემად; • იმუშავეთ გუნდურად. ეთო ფურცხვანიძემ, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით სტუდენტებს აჩვენა, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ამბის გაშუქების ფორმასა და სტილს. გრაფიკები, ფოტო, ვიდეო, ტექსტი - საჭიროა სწორი მიგნებები, ფორმატი და კვალიფიკაცია. შეხვედრაზე, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ სტუდენტებს კარიერის წარმატებით დასაწყებად სტაჟირების პროექტები: ,,ისწავლე და იმუშავე“ და მულტიმედია მიმართულებით გაერთიანებულ ნიუსრუმში სამთვიანი სტაჟირების პროგრამა გააცნეს. შეხვედრის ბოლოს, პალიტრა ჯგუფის წარმომადგენლებმა და კსუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა - ნინო ჭალაგანიძემ, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სტუდენტების სასწავლო პრაქტიკას გულისხმობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება