კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ’’Old Boys” “საქართველოს კავეენის ჩემპიონატის” ნახევარფინალში ითამაშა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მხიარულთა და საზრიანთა 8 გუნდი იყო წარმოდგენილი.
იუმორისტული შეჯიბრი ორ ნაწილად წარიმართა: გუნდების მისალმება და მუსიკალური ეტაპი.
კსუ-ს გუნდმა ’’Old Boys” ორივე კომპონენტში მაქსიმალური ქულა მოაგროვა დაფინალურ ეტაპზე თსუ-ს გუნდთან და წყალტუბოს გუნდ - ,, მაკნატუნასთან“ ერთად გადავიდა.
ფინალში, ამ სამ გამარჯვებულ გუნდთან ერთად, წინა ტურების შედეგების საფუძველზე, კიდევ ერთ გუნდი ითამაშებს, რომლის ვინაობასაც ჟიური უახლოეს დღეებში დაასახელებს.
კსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი ნახევარფინალში 5 მოთამაშით იყო წარმოდგენილი: თორნიკე რევია, გიორგი ხუსკივაძე, ზურა ყანჩაველი, ოთარ დეისაძე და თეონა მწარიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ხელშემწყობია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. ფინალში გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოთი - 5 000 ლარით დასაჩუქრდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება