სადაზღვევო სფეროში დასაქმების მსურველ თუ უბრალოდ ბაზრის სპეციფიკით დაინტერესებულ კსუ-ს სტუდენტებს, სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ღიბრაძე შეხვდა. მან სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი: ,,დაზღვევის საფუძვლები“ ჩაატარა და დამსწრე საზოგადოებას დაზღვევის ზოგად პრინციპებსა და სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრა.
მომხსენებელმა საქართველოს მასშტაბით არსებული ბაზარიც მიმოიხილა და შეკრებილ აუდიტორიას ,,ალფას“ სადაზღვევო საქმიანობა გააცნო.
ტრენინგი კსუ-ს კარიერული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასზე დასასწრებად მსმენელებმა წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს. ტრენინგის ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-სა და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ კომპანიაში სასწავლო პრაქტიკა გაიარონ და დასაქმდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება