საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია ჩაატარა.
,,სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების პრობლემატიკა" - ეს ის ძირითადი თემა იყო რაზეც მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა, თუმცა შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე ირაკლი ნადარეიშვილმა სტუდენტების მოსაზრებები და შეკითხვებიც მოისმინა ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების შესახებ.
მომხსენებელი დამსწრე საზოგადოებას აბსოლუტური სამართლიანობის ცნებასა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობაზე ესაუბრა. ირაკლი ნადარეიშვილმა სტუდენტებს პროფესიული რჩევებიც მისცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის დარგში სწორი ფორმირების პროცესში, ხშირი შეხვედრები სფეროს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებთან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა.
საჯარო ლექციის დასასრულს, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა, ერთის მხრივ, მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის, ხოლო სტუდენტები აქტიურობისა და საჯარო ლექციაში მაქსიმალური ჩართულობის გამო შეაქო.
შეგახსენებთ, რომ, კსუ-ში საჯარო ლექციები სისტემატურ ხასიათს ატარებს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება