,,თუკი ოთახში 10 ადამიანია და მათგან ერთი იურისტია - თქვენთვის ნათელი უნდა იყოს თუ ვის აქვს მიზეზი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდეს” - რჩევები და რეკომენდაციები კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სამართლის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა და JMG & Partners-ის მმართველმა პარტნიორმა - დიმიტრი გეგენავამ საჯარო ლექციის ფორმატში გაუზიარა.
ლექცია თემაზე: „პროფესია იურისტი და კარიერის დაგეგმვა სამართლის დარგში“ შემდეგ საკითხებს მოიცავდა: იურისტის პროფესიის შინაარსისა და ფორმის საკითხები, სამართლის თეორიისა და სამართლის პრაქტიკის ურთიერთმიმართება, ტერმინოლოგიური აღრევები, პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სფეროები სამართალში, დასაქმების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით შრომის ბაზრის ტენდენციები.
მომხსენებელმა სტუდენტებს კონკრეტული რჩევები მისცა: მისი თქმით, პირველ რიგში, სფეროთი დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ჯერ საკუთარი უფლებები უნდა დაიცვან, რათა შემდგომ სხვას აღმოუჩინონ დახმარება, ისწავლონ და დასვან ბევრი კითხვა მანამ, სანამ ამა თუ იმ თემის ირგვლივ ყველა ბუნდოვანება გაქრება.
შეგახსენებთ, რომ საჯარო ლექცია, კსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება