კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ახალი ფილმი „საგურამოს სახლი“, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში გავა.
აღნიშნულის შესახებ უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, გადაცემაში „დილის ტალღა“ განაცხადა.
ახალ პროექტებსა და სამუშაო პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე ისაუბრეს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ.
გადაცემის დასრულების შემდეგ, ვახტანგ წივწივაძე, მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძესა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს ნატა იმედაიშვილს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დაახლოებით, ერთი წლის წინ გააფორმა.
აღნიშნული მემორანდუმი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ტელევიზიაში პრაქტიკის გავლას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული ფილმებისა და სიუჟეტების აჭარის ტელევიზიისთვის მიწოდებას გულისხმობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება