კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
მიმართულება სამართალი
სპეციალობა საჯარო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
სპეციალობა საერთაშორისო სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირება
სპეციალობა მენეჯმენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
მიმართულება ჯანდაცვა
სპეციალობა მედიცინა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სპეციალობა სტომატოლოგია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
მიმართულება ჰუმანიტარული მეცნიერებები
სპეციალობა ფილოლოგია (ინგლისური ფილოლოგია)
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2017 წლის 22 ივნისს
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2017 წლის 24 ივლისიდან 26 ივლისის
ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სპეციალობისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
8. ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
9. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა);
10. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ექნება სამეცნიერო – პედაგოგიური გამოცდილებაც);
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში.
პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2017 წლის 27 ივლისს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2017 წლის 28 ივლისს;
შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 28 ივლისს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 705
ტელ.: 261-12-98; 2 30-86-41; 210-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება