კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, კსუ, რაგბის სტუდენტურ ჩემპიონატში ჩაერთო.
ჩემპიონატი 4 და 5 ივლისს ჩატარდა და მასში საქართველოს ათი უმაღლესი სასწავლებლის სარაგბო გუნდმა იასპარეზა.
სტუდენტური ჩემპიონატის ფარგლებში, კსუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდმა სულ 7 თამაში გამართა და ისეთი უნივერსიტეტების დამარცხება შეძლო, როგორებიცაა: კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
კსუ-ს ჩატარებული თამაშებიდან საუკეთესო მბოჭავებად გუნდის კაპიტანი ზურა ბერიძე, გოჩა იაშვილი და ირაკლი ბანძავა დასახელდნენ, ყველაზე მეტი ლელოს ავტორებად კი - ზურა ბერიძე და გოჩა იაშვილი.
საბოლოო შედეგებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა სატურნირო ცხრილში მეოთზე ადგილის დაკავება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ უნივერისტეტის გუნდი ვლადიმერ დოლაბერიძის მწვრთნელობით ორი წელია ასპარეზობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება