ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დღედ 4 ივლისი წელს პირველად აღინიშნა. იდეის ერთ-ერთი ინიციატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია. ეს დღე წმინდა წამებული არჩილ და ლუარსაბ მეფის ხსენების დღეს ემთხვევა, რადგან ლაგოდეხის აღმშენებლობა სწორედ მეფე არჩილ II სახელს უკავშირდება.
4 ივლისის მუნიციპალიტეტის დღედ გამოცხადება, ერთი წლის წინ გადაწყდა, როცა კავკასიის რეგიონული ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფმა, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის პედაგოგ და ექსკურსია მძღოლ - თამარ კობახიძის ხელმძღვანელობით, არჩილ II-ის მეფობისა და მოღვაწეობის შესახებ უნიკალური ნაშრომი შექმნა, ხოლო თემურ ჯაფარიძემ ხატი დაწერა, რომელიც ამ დრომდე, ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარშია დაბრძანებული.
კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე რუსეცკი და თამარ კობახიძე ლაგოდეხში ვიზიტის ფარგლებში, ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში პარაკლის დაესწრნენ, ასევე, სამუშაო შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის გამგეობის, მუზეუმისა და მსხალგორის ექსპედიციის წარმომადგენლებთან.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, დელეგაციის წარმომადგენლებმა დეტალურად მოისმინეს მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ და გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები მისცეს სტრატეგიული, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულად ასათვისებლად.
დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და საინტერესო შედეგებს დადებს.
მუნიციპალიტეტის დღის აღსანიშნავად, ალექსანდრე რუსეცკის ინიციატივით, ლაგოდეხს პოლონეთის უნივერსიტეტის კაპელა ესტუმრა, რომელმაც ადგილობრივ მომღერალ და ქორეოგრაფიულ დასთან ერთად, კონცერტი ჩაატარა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება