საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კსუ-ში პოლიტიკური მეცნიერებების XVIII სტუდენტური გამოცდა-კონფერენცია გაიმართა.
ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის - ალექსანდრე რუსეცკის ინიციატივით, სემესტრის ბოლოს, ჩატარებული ფინალური გამოცდის ფორმატი, რომელიც საჯარო პრეზენტაციასა და წარდგინებას მოიაზრებს კსუ-ში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა.
კონფერენციაზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებმა, რამდენიმე ძირითად სექციაში იმუშავეს, მათ შორის _ კონფლიქტები და უსაფრთხოება, ბავშვთა უფლებები, ინტერესები და მათი უსაფრთხოება, დიასპორების რესურსი და მათი როლი კონფლიქტების მოგვარებაში, მუნიციპალური დიპლომატია.
ღონისძიებას, კსუ-ს რექტორი - კახაბერ კორძია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ლევან მაღრაძე, ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ეუთოს აკადემიის სტუდენტები ესწრებოდნენ.
დავით ჯალაღანიამ სტუდენტებთან საჯარო ლექცია თემით - ,,ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების ეროვნული სტრატეგია“ ჩაატარა და აუდიტორიას სამინისტროს მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.
3 ივლისის კონფერენცია შინაარსობრივი ნაწილის გარდა, გამორჩეული იყო თავისი ფორმატითაც, წლის ბოლოს, მეორე სემესტრის შემაჯამებელი პრეზენტაციებისა და მოხსენებების წარდგინების შემდეგ, ვარშავის უნივერსიტეტის კაპელამ და კსუ-ს ბაზაზე არსებულმა გუნდმა ,,კავკასიელი“ ერთობლივი კონცერტი გამართეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება