კონსტიტუციაში დემოგრაფიული მიმართულების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე ავრცელებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონსტიტუციაში დემოგრაფიული მიმართულების შეტანას მიესალმება.
კონსტიტუციაში დემოგრაფიული მიმართულების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე ავრცელებს.
„მივესალმებით პარლამენტის ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს არის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ, საზოგადოებისგანაც. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რამდენიმე წელია ახორციელებს მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ინიციატივებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს დემოგრაფიული კვლევითი ცენტრი, გამოვცემთ ჟურნალს, ვახორციელებთ ახალგაზრდულ პროექტებს. პარლამენტის გადაწყვეტილება ვალდებულებას გვაკისრებს თითოეულ მოქალაქეს ბოლომდე ჩავერთოთ ამ პროცესში, რამეთუ კონსტიტუცია არ არის მხოლოდ ხელისუფლების და არც ქვეყნის მომავალზე ზრუნვა არ უნდა იყოს მხოლოდ მათი ვალდებულება.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტს და განსაკუთრებით ამ საკითხის ინიციატორს, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს. მისი ღვაწლი დიდია დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებაში და გვჯერა, მომავალშიც ასეთივე აქტივობით გაგრძელდება. დემოგრაფიული პრობლემა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პრობლემაა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთად უნდა ვიბრძოლოთ ყველამ“, - ნათქვამია ვახტანგ წივწივაძის განცხადებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება