კსუ-ს ნაკრები მორიგი წარმატებით აგრძელებს კალათბურთის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში ასპარეზობას.
ნახვევარფინალურ მატჩში, გუნდმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ნაკრების დიდი სხვაობით ( 83: 62 ) დამარცხება და ფინალში მოსახვედრად პირველი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ნახევარფინალში კსუ-ს გუნდი სეუ-ს ნაკრებს, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს ხვდებიან. ფინალურ ეტაპზე, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება, მოწინააღმდეგეები, ორი გამარჯვების შედეგებით მოხვდებიან.
კსუ-ს გუნდიდან შეხვედრაში თავი ლერი კვანტალიანმა (22 ქულა), გიორგი სუხაშვილმა (19 ქულა), ბექა ქარსივაძემ (15) ქულა, ვაკა ბიჭაშვილმა (14 ქულა) და ბაქარ გაბისიანმა (10 ქულა) გამოიჩინეს.
კსუ-ს საკალათბურთო გუნდი, საუნივერსიტეტო ჩემპიონატის დაწყების დროს, ოქტომბრის თვეში შეიკრიბა და ამ მცირე პერიოდში დიდი წარმატების მიღწევა შეძლო.
კალათბურთელების მწვრთნელი ლევან ტყეშელაშვილი გახლავთ.
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან, შემდეგი გადამწყვეტი შეხვედრა გუნდს ორშაბათს, ახალ სპორტულ სასახლეში აქვს ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება