საქართველოს სამუშაო ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, 13 ივნისს, 14:30 საათზე, მინისტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებთან გამართა შეხვედრა თემაზე: „ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე: გამოწვევები და მიღწევები“. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და გასატარებელი რეფორმები. მან აგრეთვე განიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით გაატარა.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების 3 სტუდენტი (ჯოვანა აბლოთია, დემეტრე ლომაძე, ნინო სკვორცოვა) ესწრებოდა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მომხსენებელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ლიტვის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება