9 ივნისს, ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრში, სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ცენტრის ლექტორი აგნეშკა პაულინა გურალსკა - კსუ-ს ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს დაემშვიდობა.
პოლონელმა ლექტორმა მისი აქ ყოფნისა და მუშაობის ორი წელი შეაჯამა, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის, საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
კსუ-ს რექტორმა, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, აგნეშკა პაულინა გურალსკა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. სპეციალურად ამ დღისთვის კსუ-ს, საელჩოში კულტურულ საკითხებზე პასუხსიმგებელი და საქართველოში პოლონეთის ელჩის მეუღლე მალგოზატა ვიერშოვსკა ესტუმრა.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, აგნეშკა პაულინა გურალსკამ, კსუ-ს სამახსოვრო წიგნშიც გააკეთა ჩანაწერი და ცენტრის სტუდენტებს სერტიფიკატები, სამახსოვრო წიგნები და დისკები უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ში პოლონური ენა და კულტურა უკვე მესამე წელია ისწავლება და პროგრამაში ჩართვა ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება