9 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ბიზნეს მედია კომპანია - ,,Business Georgia-ს ” წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი, კსუ-ს სტუდენტების სტაჟირების პროგრამებს, საჯარო ლექციების, სემინარების ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებასა და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
რექტორთან ვიზიტის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელი მასუდ რეზაეი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამუნა უბირია, სტუდენტებს შეხვდნენ და მათ - ,,Business Georgia-ს საქმიანობის შესახებ მოკლედ მიაწოდეს ინფორმაცია.
კომპანიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებს არსებული ვაკანსიები გააცნეს და ანაზღაურებადი სტაჟირების საკითხი და პირობები განიხილეს.
დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ კომპანიის მიერ შეთავაზებული სპეციალური სააპლიკაციო დოკუმენტი ადგილზე შეევსოთ, რომლის გადარჩევის საფუძველზეც მათ უშაულოდ დაუკავშირდებიან და გასაუბრებაზე მოიწვევენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება