27 მაისს, ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, სასწავლო-საველე პრაქტიკის ფარგლებში, წავკისს, კოჯორს, კიკეთსა და ბეთანიის მისადგომებს ესტუმრნენ.
საველე პრაქტიკაში ფარმაკოგნოზიის, ფიტოთერაპიისა და სამედიცინო ბოტანიკის სასწავლო დისციპლინების სტუდენტები მონაწილეობდნენ. აღნიშნული აქტივობა კსუ-ში უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული კომპონენტის დახვეწა.
სტუდენტებმა, საგნის პროფესორ ციცინო გაგნიძესა და ფარმაციის ქართული საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელ გია ჩუბინეძესთან ერთად, აღწერეს, მოიძიეს და უნივერსიტეტში წამოიღეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები, რომელთა ჰერბარიზებაც ადგილზე მოხდება.
ამ ტიპის გასვლებით უნივერსიტეტის სასწავლო ბაზას სხვადასხვა სახეობის ნედლეული ემატება, რომლებიც სტუდენტების მიერ მიკროსკოპულ დონეზე შეისწავლება და აღიწერება.
აღსანიშნავია, რომ ექსპედიციაში ფარმაკო-ქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჯემალ ანელიც მონაწილეობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება