კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორის ნანა გადელიას ინიციატივითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით, უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელს უკვე მეორედ დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რექტორის მოადგილე მარინა გედევანიშვილმა გახსნა, მან სტუდენტებს აქტიურობისაკენ მოუწოდა და შრომით ბაზარზე წარმატება უსურვა.
დასაქმების ფორუმში საქართველოში მოქმედი 22 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის: ,,პალიტრა ჯგუფი“, ,,ფინანსთა სამინისტრო“, საქართველოს პარლამენტი, PSP, ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, ,,ევექსი“, ,,ალდაგი“.
კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებს ადგილზე შეხვედროდნენ, მიეღოთ კონკრეტული ინფორმაცია ვაკანტურ ადგილებზე და მათთვის საკუთარი თავი წარედგინათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება