”კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავი მზის მავნე გამოსხივებისგან!“ - ამ ლოზუნგით წელს უკვე მეექვსედ ,,ევრომელანომის“ ნაციონალური წარმომადგენელის, „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ პრეზიდენტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის ხელმძღვანელობით სპეციალური კამპანია ტარდება.
14-20 მაისის ჩათვლით, კანის კიბოს უფასო სკრინინგ-პროგრამა რუსთავის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის მასშტაბით განხორციელდა.
18 მაისს, კსუ-ს მხარდაჭერით, სოციალური პროექტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა და ჯამში 50-მდე ადამიანი გაისინჯა. აღსანიშნავია რომ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით, პროექტში კსუ-ს 2 მეთორმეტე სემესტრის სტუდენტიც ჩაერთო.
კანის კიბო ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს წარმოადგენს, რომლის სიხშირე განუხრელად მატულობს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეექვსე ევროპელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძლება დაავადდეს კანის კიბოთი.
დაინტერესებულ პირებს კი შევახსენებთ, რომ 20 მაისს, თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში კანის კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება