16 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანგარიშით 66-58 დაამარცხა.
კსუ-ს გუნდის მოთამაშეებმა ვაკა ბიჭაშვილმა 16, ბექა ქარსივაძემ 14, ლერი კვანტალიანმა 13, ხოლო გიორგი სუხაშვილმა 9 ქულის მოპოვება შეძლეს. რაც შეეხება რეზო მაღლაფერიძესა და ბაქარ გაბისიანს მათ 7-7 ქულა მოუტანეს გუნდს.
აღსანიშნავია, რომ კსუ-ს კალათბურთის გუნდი აქტიურად ერთვება სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი მთაწმინდის რაიონში ჩატარებული თამაშია. ამ უკანასკნელში გუნდმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით პირველი ადგილი დაიკავა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება