15 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი და საელჩოს პირველი მდივანი შეხვდნენ. შეხვედრა თემაზე - „უკრაინა-საქართველო - საერთო საფრთხეები და გამოწვევები“ - გაიმართა.
უკრაინის ელჩმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგომ პერიოდზე ისაუბრა და ორი დამოუკიდებელი ქვეყნისგანვითარების პერიპეტიები მიმოიხილა. ყურადღება გაამახვილა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. სტუდენტების კითხვები ძირითადად ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობას შეეხებოდა, ასევე დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებსა და რეგიონულ გამოწვევებს.
შეხვედრაზე კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა სტუმარს მათი აქტივობები გააცნო, რაშიც სტუდენტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება