23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები - ამირან მესარკიშვილი და ლევან ბორტიშვილი მონაწილეობდნენ.
კსუ-ს სტუდენტმა ლევან ბორტიშვილმა მოხსენება თემაზე - „პაროდონტის ქსოვილების თერაპიული და ორთოპედიული მკურნალობის სწორი დაგეგმარება“ - წარადგინა. ამირან მესარკიშვილი კი მსმენელების წინაშე თემით - „მინაბოჭკოვანი მასალის გამოყენება კბილთა დეფექტების რესტავრაციის მიზნით”- წარდგა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების თემების ხელმძღვანელი სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი რუსუდან დევნოზაშვილი იყო.
კონფენეციის დასრულების შემდეგ მონაწილეებსა და მათ ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენციის დაჯილდოების ცერემონია 28 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სადაც პირველი სამი ადგილის მფლობელები და ფავორიტები გამოვლინდნენ.
კსუ-ს სტუდენტების ალბიუსის ფავორიტები გახდნენ და წიგნი - „ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგია“ - გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება