11 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსში, სახელმძღვანელო - ,,ჟურნალისტიკის“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი მეორედ გამოიცა და მასზე ცხრა უნივერსიტეტის ცამეტმა პროფესორმა იმუშავა. საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების მედიასკოლების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, ავტორთა შორის, კსუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძეც გახლავთ.
წიგნი დასავლურ მიღწევებთან მისადაგებული ქართული მასალებითაა შევსებული და სწორედ ადგილობრივი სოციო-კულტურული კონტექსტი სახელმძღვანელოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წიგნი საქართველოს მასშტაბით არსებული მედიასკოლების სასწავლო სახელმძღვანელოა და მისი ხელახალი გამოცემის საფუძველიც ბაზრის მოთხოვნა გახდა.
ავტორთა შორის ფრანგი პროფესორი ჟილ რუე გახლავთ, რომელმაც სახელმძღვანელოს შინაარსი ახლებური ხედვით გაამდიდრა.
,,ჟურნალისტიკა“ მომავალი ჟურნალისტებისა თუ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, კიდევ ერთი სასარგებლო რესურსი და დამხმარე სახელმძღვანელო გახდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება