2017 წლის 7 აპრილს "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა" და “სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის“ ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე კონფერენცია, სახელწოდებით - "გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ქართველი და უცხოელი სტუდენტები. გამომსვლელებმა როგორც ზეპირი ისე, პოსტერული პრეზენტაციები წარმოადგინეს. ნამუშევრები სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე პრიფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს.
მომხსენებლებმა კონფერენციაზე განიხილეს: გლობალური ჯანმრთელობის საკითხები, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და მენეჯმენტი, გარემოს მედიცინა და ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაზღვევა, გადამდები და არაგადამდები დაავადებები, მენტალური ჯანმრთელობა.
კონფერენციაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან პედაგოგ მაია სვანიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ პირველკურსელი მედიკები: ბარბარე გელაშვილი, თათია კვანტალიანი და ალექსანდრე პაპუაშვილი. მათ წარადგინეს თემა - „მიწისპირა ოზონის დონის რაოდენობის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“. კონფერენციაზე ჰუმამ ალობაიდიმ, პედაგოგ მაკა ზარნაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა თემა: “Dramatical race between drug development and bacterial evolution“.
კსუ-ს სტუდენტების ნაშრომებმა კონფერენციის მონაწილეების დაინტერესება გამოიწვია. წარიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმით გამომსვლელებმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა კონფერენციასა და შეკრებაზე მიიღეს მოწვევა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება