აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება ქვეპროგრამა „დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მიღებული აქვთ მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია წესდება პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თვეში 150 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა), ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის თვეში 100 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა).
„ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია წესდება აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თვეში 150 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა), ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის თვეში 150 ლარის ოდენობით (არაუმეტეს 1 სტუდენტისა).
სტიპენდია გაიცემა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს სპეციალურ კომისიას.
პირველკურსელი სტუდენტები სასტიპენდიო რეიტინგში მონაწილეობას მეორე სემესტრიდან პირველი სემესტრის ქულებით იწყებენ.
შენიშვნა: გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნინო ლობჟანიძეს ნომერზე: 595 34 33 20
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება