30 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს დიდი ბრიტანეთის წმინდა ანდრიას უნივერსიტეტის დოქტორანტი შაირბეკ ჟურაევი შეხვდა.
ყირგიზმა სტუმარმა საჯარო ლექცია თემაზე - „საგარეო პოლიტიკის შემუშავება საქართველოსა და ყირგიზეთში: პარალელები და აზრთა სხვადასხვაობა“ ჩაატარა. მომხსენებელმა ძირითადად 1991 წლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა. მიმოიხილა საქართველოსა და ყირგიზეთის განვითარების თავისებურებები. ყურადღება გაამახვილა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებსა და გამომწვევებზე. ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების თავისებურებებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტთა კითხვები ძირითადად რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს უკავშირდებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება